ჩვენ შესახებ
#ბოუვი, როგორც ბრენდი
‘’ბოუვი’’ უკვე სამ წელზე მეტია აწარმოებს ქალისა და მამაკაცის ხელნაკეთ ნივთებს.
ჩვენი ბრენდის ქვეშ ვკერავთ ქალის, მამაკაცისა და ბავშვების ბაფთებს, საყელოებს, ჩანთებს, პერანგებს და სხვა ნივთებს. ბოუვის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ თითოეულ ნივთზე ვქარგავთ მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე ნებისმიერ დეტალს: ყვავილებს, ორნამენტებს, ფილმებისა თუ მულტფილმების გმირებს, საყვარელ საკულტო პერსონაჟებს, სხვადასხვა სახის ნითებსა თუ ფიგურებს.
ბოუვისთან ერთად საჩუქრის არჩევა უფრო მარტივია, შენ უკვეთავ ონლაინ, გვიზიარებ შენს სურვილებს, ჩვენ - ჩვენს გამოცდილებას.
ერთად კი უნიკალურ საჩუქარს ვქმნით, მხოლოდ მისთვის.